Loading data...
ზელენსკი: უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას

უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში, ოკუპანტები ყოველდღიურად შეძლებენ წინსვლას.

„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსები. საჭიროა, მტერზე ბევრად ძლიერი იყო. დღეს საარტილერიო ჭურვები ერთი ათის წინააღმდეგაა. შეგვიძლია, ასე გავუძლოთ? არა.

თვითმფრინავები ერთი 30-ის წინააღმდეგაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ ხომ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულ იარაღს. არავინ ითხოვს 500 ან 300 თვითმფრინავის გადმოცემას. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სტატისტიკით ჩვენ ყოველდღიურად უკან გვიბიძგებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.