Loading data...
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 16 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფდნენ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ სანქციები დაუწესა ირანთან დაკავშირებულ 600-ზე მეტ ბიზნესსუბიექტს.

გარდა ამისა, სანქციებში მოექცა ირანის ავტომწარმოებელი კომპანიის Bahman Group-ის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ.