აშშ-მა ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, მათ შორის არის F-15-ები - Reuters
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა დაამტკიცა F-15 ავიაგამანადგურებლების და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 19 მილიარდი დოლარია. მან ასევე დაამტკიცა 774 მილიონი დოლარის ღირებულების სატანკო ვაზნების, 583 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო მანქანების და 102.5 მილიონი დოლარის საშუალო დისტანციის „ჰაერი-ჰაერი“-ს ტიპის რაკეტების შესაძლო გაყიდვა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ტანკებისთვის ტყვია თითქმის მყისიერად იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო F-15-ების წარმოებასა და მიწოდებას წლები დასჭირდება.
კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გაყიდვები „გააუმჯობესებს ისრაელის შესაძლებლობებს მტრის ამჟამინდელ და მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში“.