Loading data...
ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი თავდასხმას შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი ისრაელზე თავდასხმას შეაჩერებს.

„ეს ჩემი მოლოდინია“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

ირანმა პირობა დადო, რომ თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, ისრაელზე შურს იძიებს. 

აშშ, ეგვიპტე და კატარი 15 აგვისტოს მართავენ სამიტს, რომელიც მხარეებს შორის მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა „ჰამასი“ ამ დრომდე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს არ დაესწრება.

ისრაელი დათანხმდა დელეგაციის გაგზავნას, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ახალი მოთხოვნების დამატების გამო, რომლებიც, კრიტიკოსების აზრით, შეთანხმების ჩაშლას ისახავს მიზნად. პრემიერი ამტკიცებს, რომ მისი ბოლო წინადადება მხოლოდ განმარტებებს შეიცავს და არა რაიმე ახალ მოთხოვნას.