1713448219
უცხოეთი
ბაიდენი ჩინეთზე: ქსენოფობები არიან
თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს „ქსენოფობიური“ უწოდა და თქვა, რომ ჩინეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს.
პიტსბურგში, ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას ბაიდენმა თქვა, რომ „ჩინეთს უფრო მეტი პენსიონერი ჰყავს, ვიდრე მუშა და ქვეყანაში იმპორტული საქონელი არ შემოაქვს“.
„ისინი {ჩინეთი} ქსენოფობები არიან, მათთან არავინ ჩადის და რეალური პრობლემები აქვთ“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 2 კვირის წინ შედგა.