Loading data...
ბაიდენი: უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოცლაიურ ქსელ X-ში წერს. 

„ოთხშაბათს დილით ეროვნული უსაფრთხოების პაკეტი მივიღე.

კანონს შუადღემდე მოვაწერე ხელი.

ამ კვირაში ჩვენ უკრაინას იარაღსა და აღჭურვილობას გავუგზავნით, რადგან ის რუსული დაბომბვისგან იცავს თავს“, - წერს ჯო ბაიდენი.