Loading data...
ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 2 კვირაში მკვეთრად გაიზარდა ბელარუს-პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობები მიგრანტების მიერ. მხოლოდ დასვენების დღეებში 669 ასეთი მცდელობა დაფიქსირდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აპრილში ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას 3200-ჯერ ჰქონდა ადგილი, ხოლო მთლიანად 2024 წელს - 6500-ჯერ.

2021 წელს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემდეგ, როდესაც ათასობით მიგრანტმა ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევა სცადა, პოლონეთმა საკუთარი მხრიდან აღმართა 5,5 მეტრიანი ღობე და ელექტრონული თვალთვალის სისტემა. მაშინ ევროკავშირმა ბელარუსის დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტების კრიზისი განზრახ შექმნაში დაადანაშაულა.