Loading data...
ბიძაჩემი კანიბალებმა შეჭამეს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბიძამისი ემბროუზ ფინეგანი მეორე მსოფლიო ომის დროს, კანიბალებმა შეჭამეს. ამის შესახებ ბაიდენმა პიტსბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას indiatoday.in ავრცელებს.

„ის ერთძრავიანი თვითმფრინავის პილოტი იყო, ახალი გვინეის მახლობლად დაფრინავდა. მოხალისე იყო, ახალი გვინეის თავზე ჩამოაგდეს, იქ იმ დროს ბევრი კანიბალი ცხოვრობდა. ცხედარი ვერ იპოვეს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ამის შესახებ სამხედრო მემორიალის სტუმრობის შემდეგ განაცხადა. ფაქტი, რომელზეც ჯოზეფ ბაიდენი საუბრობს, 1944 წლის 14 მაისს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ემბროუზ ფინეგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.