1713962468
უცხოეთი
Boeing-ის შემდეგ ტექნიკური პრობლემები Airbus-საც დაეწყო, A380 5 საათი სინგაპურის თავზე დაფრინავდა
ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი А380, რომელიც სინგაპურიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში დისპეტჩერებს დაუკავშირდა და ტექნიკური პრობლემის შესახებ აცნობა. შემდეგ თვითმფრინავი ისევ სინგაპურის აეროპორტში დაფრინდა. ინფორმაციას airlive.net ავრცელებს.
დაფრენამდე ავიალაინერი 5 საათის განმავლობაში ზღვის თავზე ტრიალებდა, რათა საწვავი დაეწვა და დაფრენისთვის შესაბამისი წონა მიეღო. სინგაპურიდან ლონდონში ავიალაინერის ფრენის დრო 10 საათს შეადგენს.
რა ტექნიკური პრობლემა დაუფიქსირდა ავიალაინერს, უცნობია.