Loading data...
ბორელი: ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“ ომის დასრულების ერთადერთი ეფექტური სამშვიდობო გეგმაა

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“ ომის დასასრულებლად ერთადერთი ეფექტური სამშვიდობო გეგმაა“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

ხოლო რაც შეეხება ჩინეთის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“, ბორელის შეფასებით, ეს მხოლოდ სასურველი მოსაზრებებისა და აზრების ნაკრებია. 

„მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. მოგწონთ ეს, თუ არა, რეალობა ისეთია, რომ პუტინი იმეორებს - „მე მაქვს სამხედრო მიზნები და სანამ ამ მიზნებს არ მივაღწევ, გავაგრძელებ ომს“. ასე რომ, სამშვიდობო გეგმები კარგია, თუმცა მათ განსახორციელებლად საჭიროა ვიღაც, ვისაც მშვიდობაზე საუბარი სურს“, - ამბობს ბორელი.

ბორელმა ასევე გაიხსენა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ პეკინს, როგორც მოსკოვზე თავისი გავლენა უნდა გამოეყენებინა მშვიდობის მისაღწევად.

„მაშინ ძალიან მაკრიტიკებდნენ, რადგან ჩინეთი ნამდვილად რუსეთის მხარეს არის. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის რუსეთის მხარესაა, ვფიქრობ, რომ ჩინეთმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ჩინეთს გააჩნია ყველაზე დიდი გავლენა რუსეთზე. ამ დრომდე ჩინეთს იარაღი არ მიუწოდებია რუსეთისთვის“, - აღნიშნავს ბორელი.