Loading data...
ჩინეთში საზღვარზე კაცი დააკავეს, რომელსაც შარვალში გველები ჰყავდა

ჩინეთის მესაზღვრეებმა კაცი დააკავეს, რომელიც ჰონგ კონგიდან შარვლით გველების გადაყვანას ცდილობდა. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

კაცის შარვალში აღმოაჩინეს ექვსი სპეციალური პარკი, სადაც საერთო ჯაში 104 იშვიათი  ცოცხალი გველი იყო მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ კაცი ჩინეთში „მწვანე დერეფნით“ შევიდა, მესაზღვრეებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს.

ჩინური მედიის ცნობით, კაცმა დაარღვია კანონი „ჩინეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ“ და ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კარანტინის კონტროლის შესახებ.