Loading data...
დანიამ უკრაინის დახმარების ახალი, 300 მილიონამდე ევროს ოდენობის პაკეტი გამოაცხადა

დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, რიგით მე-17 პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 2.2 მილიარდი დანიურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით 295 მილიონი ევროა. 

როგორც დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თანხები მოხმარდება როგორც საბრძოლო მასალის, ისე უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას. ამას გარდა, ფინანსური სახსრები გამოყოფილია რაკეტის კომპონენტების წარმოებისთვის.

დანიის თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პულსენის განცხადებით, მხარდაჭერა მიზნად ისახავს უკრაინასთან თავდაცვითი-სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის, უკრაინული საარტილერიო ჭურვების, რაკეტებისა და დრონების წარმოების გაზრდას.