Loading data...
დანიაში დააკავეს ქალი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

დანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. ის რუსეთის დაზვერვას დანიაში მოქმედებას უზრუნველყოფდა და შესაბამის ინფორმაციას გადასცემდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დანიის დაზვერვის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ დაკავებული დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლონ, თუმცა გამოძიება გრძელდება და მისი ინტერესებიდან გამომდინარე დეტალური ინფორმაციის გავრცელება ამ ეტაპზე არ მოხდება. დაკავებას ევროპარლამენტის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

საუბარია რუსეთის მიერ დაფინანსებულ „პრავფონდზე“. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს 48 ქვეყანაში მოქმედებს და ის კრემლს საზღვარგარეთ საკუთარი პროექტების დაფინანსებაში ეხმარება. „პრავფონდი“ დეზინფორმაციული პროექტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.