Loading data...
დასავლეთმა უკრაინა ისევე უნდა დაიცვას, როგორც ისრაელი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელის დაცვით, თავისუფალმა სამყარომ დაამტკიცა, რომ ერთიანობის შემთხვევაში, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია.

როგორც ზელენსკი Telegram-ზე წერს, აგრეთვე გამოჩნდა, რომ აგრესორისგან სახელმწიფოს დასაცავად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და არა ნატოს მე-5 მუხლის (ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება) ამოქმედება. 

„რუსეთის თავდასხმების ინტენსივობა უფრო მეტ ერთიანობას მოითხოვს. ისრაელის დაცვით, თავისუფალმა სამყარომ უჩვენა, რომ სწორედ ასეთი ერთიანობა არათუ შესაძლებელია, არამედ 100 პროცენტით ეფექტურია. მოკავშირეთა ქმედითმა ნაბიჯებმა არ დაუშვა ტერორის წარმატება, ინფრასტრუქტურული დანაკარგები და აგრესორს გაჩერება აიძულა. იგივეა შესაძლებელი ტერორისგან უკრაინის დასაცავად, რომელიც ისევე როგორც ისრაელი, არ არის NATO-ს წევრი. ამისთვის აუცილებელი არ არის ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საკმარისი“, - წერს ზელენსკი.