Loading data...
დევიდ კამერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ გასულ დღეებში ბრიტანულმა ავიაციამ ისრაელის თავზე რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო.

„ჩვენ როგორც ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტი გავაკეთეთ. გადავამზადეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, პირველებმა გადავეცით მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შორი მოქმედების არტილერია და ტანკები.

თუმცა, თუ გსურს, თავი აარიდო ესკალაციას და ევროპაში ომის გაფართოებას, პირველ რიგში, არ უნდა დაუშვა, რომ ნატოს ჯარები პირდაპირ კონტაქტში შევიდნენ რუსულ ჯარებთან. ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა“, - აღნიშნა კამერონმა.