Loading data...
დუბაის აეროპორტში წყალდიდობაა

ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. ამის შესახებ NEXTA LIVE იუწყება.

წყალმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები დაფარა. ამის გამო ბევრი ავიარეისი გადაიდო, მაგრამ თვითმფრინავების ნაწილს წყალში გადაადგილება უწევს.

დუბაის ქუჩები კი წყალდიდობის გამო მდინარეებს დაემსგავსა.