1723613162
უცხოეთი
„ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის“ - ჯო ბაიდენის პირველი კომენტარი კურსკის მოვლენებზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას გამოეხმაურა და პირველი კომენტარი გააკეთა. ახალ ორლეანში მყოფმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ნამდვილი დილემაა.
„ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე შეტევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.