Loading data...
„ევროკავშირი სჭირდება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ბალკანეთის ქვეყნებს და ყველას, ვინც აფასებს ევროპას“ - ზელენსკი

„ევროკავშირი სჭირდება ყველა ერს - უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ბალკანეთის ქვეყნებს და ყველას, ვინც აფასებს ევროპას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მისივე თქმით, მოვა დრო, როდესაც ბელარუსი თავისუფალი ქვეყანა და ევროპული საზოგადოების ნაწილი გახდება.

„ევროკავშირი სჭირდება ყველა ერს, რომელიც ევროპის საერთო ღირებულებებს იზიარებს და ჩვენსავით სურს მშვიდობა. ასეთი არიან უკრაინელები, ისევე, როგორც ჩვენი მეზობელი მოლდაველები, ისევე როგორც ქართველი ხალხი, ბალკანეთის ქვეყნები და სხვები, ვინც აფასებენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.

აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დროც - ბელარუსის, რომელიც იქნება ევროპაში“, - ამბობს ზელენსკი.