Loading data...
ევროკავშირის სამიტზე უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ახლო აღმოსავლეთს, ვიდრე უკრაინას - Politico

ევროკავშირის სამიტზე უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ახლო აღმოსავლეთს, ვიდრე უკრაინას, - ამის შესახებ RBC-Ukraine Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 27 ქვეყნის ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ ისრაელი, რომ არ დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი ახლო აღმოსავლეთში ირანზე თავდასხმით, მოითხოვენ თავიდან აიცილონ კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება ლიბანში და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დააყენებს საკითხს, რომ  უფრო მეტი სანქციები დაუწესონ ირანს.

ევროკავშირის საბჭოს წევრები, მოუწოდებენ „ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში“.