1718435112
უცხოეთი
ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკება 25 ივნისს დაიწყება
ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება 15 ივნისს დაიწყება. ამ დღეს სამთავრობათაშორისო კონფერენცია ჩატარდება, რაც ამ პროცესის დაწყებას ნიშნავს. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყება. ეს ისტორიული მომენტია და უკრაინის მიმართ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას ნიშნავს“, - წერია ევროპული საბჭოს გვერდზე X-ში. ამჟამად ევროპულ საბჭოში ბელგია თავმჯდომარეობს.
7 ივნისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად ყველა ვალდებულება შეასრულეს.