Loading data...
განცი: ისრაელი უპასუხებს, როცა დრო დადგება

ისრაელმა უნდა გააძლიეროს „რეგიონული თანამშრომლობა“, რამაც ისრაელს საშუალება მისცა გაეძლო ირანის თავდასხმას, - განაცხადა ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა.

მისი თქმით, ირანს ხელსაყრელ დროს აზღვევინებენ.

„ირანი გლობალური პრობლემაა, ეს არის რეგიონალური გამოწვევა და ასევე, საფრთხე ისრაელისთვის და თავდასხმისას მსოფლიო იდგა ისრაელთან ერთად საფრთხის წინაშე. ეს ღონისძიება არ დასრულებულა - სტრატეგიული ალიანსი და რეგიონული თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ზუსტად ახლა უნდა გაძლიერდეს. ისრაელმა გუშინ დაამტკიცა, რომ ის არის სამხედრო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოების წამყვანი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გავერთიანდებით და გავძლიერდებით“, - აცხადებს განცი.

 განცი მიუთითებს იმაზე, რომ იგი არ უჭერს მხარს დაუყოვნებლივ შურისძიება განხორციელდეს ირანის წინააღმდეგ.

„დღესაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ არ დაგვისრულებია ჩვენი ამოცანები - პირველ რიგში, მძევლების დაბრუნება და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებლებისთვის საფრთხის მოხსნა. ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას, მონდომებით და პასუხისმგებლობით. ისრაელი უპასუხებს, როცა დრო დადგება. და ერთად - ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დასძენს ბენი განცი.