Loading data...
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ომის დაწყებიდან ღაზაში სულ მცირე 34 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, სულ მცირე 34 ,049 პალესტინელი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

„ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 34,049-მდე გაიზარდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ექვსთვიანი ომის შემდეგ“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 68 დაშავდა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს, რომელთაგან ასი ჯერ კიდევ ტყვეობაშია.