Loading data...
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ომის დაწყებიდან ღაზაში სულ მცირე 32 552 პალესტინელი დაიღუპა

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, სულ მცირე 32 552 პალესტინელი დაიღუპა და 74 980 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 62 პალესტინელი დაიღუპა და 91 დაშავდა.