Loading data...
ირანელ რეპერს ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანელ რეპერს, რომელიც დააპატიმრეს ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC რეპერის ადვოკატზე დაყრდნობით წერს. 

რეპერის ადვოკატმა, ამირ რაესიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

თუმაჯ სალეჰი თავის სიმღერებში 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებს უჭერდა მხარს.

რეპერი პირველად 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წლის ივლისში მას ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ახალი ბრალდებები წაუყენეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ირანის მთავრობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.