Loading data...
ირანს ბირთვული იარაღის შექმნისგან რამდენიმე კვირა აშორებს - ატომური ენერგიის სააგენტო

ირანს სულ რამდენიმე კვირა აშორებს ატომური ბომბის შექმნისგან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, თეირანს მოკლე პერიოდში საკმარისი გამდიდრებული ურანი ექნება, რათა ბირთვული იარაღი შექმნას. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ამჟამად ირანს ასეთი იარაღი არ აქვს. გროსის თქმით, ბირთვული იარაღის შესაქმნელად ბირთვული მუხტის გარდა ბევრი სხვა რამე, მაგ. ბირთვული ცდის ჩატარება სჭირდება.

„ირანის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბირთვული ტექნოლოგიები ქვეყანას სამოქალაქო და სამედიცინო მიზნებში სჭირდება, დამატებით შეკითხვებს იწვევს, რისთვის არის ამ მიზნებისთვის საჭირო ამდენი გამდიდრებული ურანი და მისი წარმოების ასეთი სიჩქარე? ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი სპეციალისტების მოქმედების შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.