Loading data...
ირანთან დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

„ისრაელის სახელმწიფოს თავს დაესხნენ ასობით რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა  აღკვეთეს ეს თავდასხმა“, - აცხადებს გალანტი.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი „ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“.

„შეერთებულ შტატებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. ძალიან მცირე ზიანი მოგვაყენეს - ეს არის IDF-ის შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი“, - დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.

ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა აღკვეთა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% მოიგერია.