Loading data...
ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს - ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა უპასუხებს ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას. 

„ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს ჰალევი.

ჰალევიმ აღნიშნული განცხადება ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხო გეგმა განიხილებოდა.