Loading data...
კიევს შესაძლოა, ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს

ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნის ზრდისა და ენერგოობიექტებზე რუსული შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, კიევში შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდეს. ამის შესახებ „კიევის ელექტრო ქსელის“ დირექტორმა დენის ბონდარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებზე საგაზაფხულო თავდასხმებმა უკრაინის ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„ელექტროენერგიის მოხმარებაზე გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, დღეს არსებული ქსელების დაზიანების გათვალისწინებით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გრაფიკი შემოვიღოთ, თუ კი ჩვენი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა გაგრძელდება“, - განაცხადა ბონდარმა. 

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.