1715322442
უცხოეთი
კირბი: რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს
რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ჰამასის“ განადგურებისთვის არსებობს უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა.
კირბი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის კონსულტაციები რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ ისევ მიმდინარეობს.
„ეს არჩევანია, რომლის გაკეთებაც ისრაელს მოუწევს და იმედი გვაქვს, რომ ისრაელი ამას გააკეთებს“, - დასძინა კიბრიმ.