Loading data...
კოპენჰაგენის საფონდო ბირჟის ისტორიული შენობა დაიწვა

კოპენჰაგენის საფონდო ბირჟის ისტორიულ შენობაში, რომელიც დანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს შორისაა, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. როგორც CNN წერს, შედეგად, ჩამოიშალა შენობის 56-მეტრიანი შპილი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობდნენ თანამშრომლები და მოქალაქეები შენობიდან ნახატების და ისტორიული არტეფაქტების გამოტანას. 

კოპენჰაგენის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათისთვის გაჩნდა და 11:00 საათისთვის, შენობის ნახევარი დამწვარი იყო.

„ჩვენ, შენობაში არსებული მრავალი ისტორიული ნახატისა და ავეჯის გადარჩენა ვცადეთ“, - აცხადებს იაკობ ანდერსენი. 

მისივე თქმით, ხანძრისგან მიყენებული ზიანის შეფასება ჯერ ადრეა. 

ამ დრომდე, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.