Loading data...
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს - ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას 10 აპრილიდან დატოვებს. ამის შესახებ Reuters-ი ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით წერს. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გადადგომის გადაწყვეტილება მოჰყვა ლატვიის გენერალური პროკურორის განაჩენს, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის საჰაერო მოგზაურობის ხარჯებთან დაკავშირებით, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენების საკითხზე.