Loading data...
ლავროვი: უკრაინის სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ისეთ მიუღებელ ცნებებს ეფუძნება, როგორიცაა „მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან“

ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ დისკუსიების გასამართად, მაგრამ არა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ დისკუსიების გასამართად, მაგრამ არა  ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე“, - განუცხადა ლავროვმა გაზეთ „იზვესტიას“. 

ლავროვის თქმით, „როგორ შეიძლება რომელიმე სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზსა ან ბერლინში თქვას, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. 

ლავროვმა თქვა, რომ შვეიცარიის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებს შეხვდა, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ბერნი უმასპინძლებს, ითვალისწინებს რუსეთის მონაწილეობას და რეალისტური პირობებით ჩატარდება.

ამასთანავე, ლავროვმა თქვა, რომ  შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს „ჩვენ გვესმის, რომ თქვენს გარეშე არაფერი გადაწყდება, ეს უსამართლობაა და როგორც კი გეგმა „კოლექტიურ პროდუქტად“ გადაიქცევა, რუსეთს აუცილებლად მოიწვევენ“.