Loading data...
მიწისძვრის რისკის გამო ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის დიდი საბადო დახურა

ნიდერლანდების სენატმა გრონინგენის გაზის საბადოს საბოლოოდ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიწისძვრის რისკის გამო ქვეყნის მთავრობამ მანამდე გრონინგენის პროვინციაში ბუნებრივი აირის მოპოვების შეჩერების პირობა დადო. ინფორმაციას Deucthe Welle ავრცელებს.

კონცერნებმა Shell-მა და ExxonMobil-მა, რომლებიც ამ საბადოზე გაზის მოპოვებით იყვნენ დაკავებულები, უკვე მიმართეს საარბიტრაჟო სასამართლოს და ნიდერლანდების მთავრობისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს.

გრონინგენის ბუნებრივი აირის საბადოზე გაზის მოპოვება 1986 წელს დაიწყო. მას შემდეგ აქ 1600 მიწისძვრა დაფიქსირდა. 2013 წელს საბადოზე 54 მლრდ. კუბური მეტრის გაზის მოპოვება ხდებოდა. 2018 წელს მომხდარი მორიგი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მთავრობამ გაზის მოპოვების შეწყვეტა გადაწყვიტა.

ნიდერლანდების პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაზის მოპოვებით გამოწვეული მიწისძვრებით ათიათასობით შენობა დაზიანდა, 100 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.