Loading data...
ნეთანიაჰუ კატარსა და ეგვიპტეში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დელეგაციას გაგზავნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტესა და კატარში დელეგაციის გაგზავნას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების ფარგლებში ისრაელის მძევლების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.

როგორც ისრაელის პრემიერის უწყებამ განაცხადა, ნეთანიაჰუ ისრაელის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს ესაუბრა და დაამტკიცა, რომ დელეგაციები უახლოეს დღეებში დოჰასა და კაიროში გაემგზავრებიან, რათა მოლაპარაკებები გააგრძელონ.