Loading data...
ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკაში დაადანაშაულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკაში დაადანაშაულა.

მან გალანტის მისამართით კრიტიკა მას შემდეგ არ დაიშურა, რაც გასულ კვირას, ისრაელის მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ გალანტმა კანონმდებლების წინაშე მოწყობილ დახურულ ბრიფინგზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა, ნეთანიაჰუს სამხედრო ამოცანას, რომლის მიხედვითაც, „ჰამასზე“ აბსოლუტურ გამარჯვებას მიღწევა სურს, „ილუზია“ უწოდა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ის, ვისაც ამ მიზნის მიღწევის სჯერა, „სუპერგმირია, რომელსაც ხელში ომის დოლები უჭირავს“. 

ამაზე პასუხად, ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გალანტის კომენტარები საფრთხეში აყენებს ღაზას სექტორში მყოფი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. 

„როდესაც გალანტი ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკას მიმართავს, ის ამით, ტყვეების გათავისუფლების შეთანხმების დადების შანსებს ამცირებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც CNN აღნიშნავს, ამ ინციდენტმა ღრმა განხეთქილება გამოავლინა  ისრაელის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იმ პირობებში, „როდესაც ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტის ზღვარზეა“.