Loading data...
ნიკოლაევში საბრძოლო მასალის გადატანის დროს აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, დაწყებულია გამოძიება

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები 24 აპრილს ნიკოლაევში მომხდარი აფეთქების მიზეზებსა და კრიმინალურ გარემოებებს იძიებენ. აფეთქების შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უწყებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ავტოსადგომზე მოხდა მაშინ, როდესაც სამხედრო პერსონალს საბრძოლო მასალა ერთი მანქანიდან მეორეში უყურადღებოდ გადაჰქონდა.

აფეთქებას ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ცეცხლი გაუჩნდა მანქანებსაც, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს იდგა. ხანძრის ჩაქრობისას კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხუთი მაშველი დაშავდა.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ იარაღის გამოყენების წესის დარღვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.