Loading data...
ნიუ-იორკში დუდა ტრამპს შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამ წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპს შეხვდა. 

პოლიტიკოსების შეხვედრა მანჰეტენზე, Trump Tower-ში გაიმართა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა თქვა, რომ მას „პირადი ურთიერთობა აქვს“ დუდასთან და ახსოვს, რომ ერთად მუშაობდნენ. 

„ის {დუდა} ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად გავატარეთ 4 წელი. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს პოლონეთს", - აცხადებს ტრამპი.

საუბრის შემდეგ დუდამ განაცხადა, რომ ეს იყო „მეგობრული შეხვედრა ძალიან კარგ ატმოსფეროში“.

დუდა გაეროს ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფებოდა აშშ-ში, რის შემდეგაც ის კანადაში გაემგზავრა.