1713593405
უცხოეთი
ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, კაცმა თავი დაიწვა
ნიუ-იორკში, სასამართლოს შენობასთან, სადაც თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს, კაცმა თავი დაიწვა. აღნიშნულ ინფორმაციას „cbsnews“-ი ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კაცი უკვე იდენტიფიცირებულია და ის მაქს აზარელოა ფლორიდის შტატიდან.
კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ამერიკული მედიის ცნობით, კაცი ფლორიდის შტატიდან ნიუ-იორკში კვირის დასაწყისში ჩავიდა.
ამ ეტაპზე უცნობია რა მოტივით დაიწვა კაცმა თავი.