Loading data...
პენტაგონი მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გაუგზავნოს - გენერალი პეტ რაიდერი

პენტაგონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის ოპერატიულად გაგზავნას შეძლებს, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

„როგორც კი უკრაინისთვის დახმარება წარმომადგენელთა პალატასა და სენატში დამტკიცდება, პენტაგონი მზადაა, კიევს ოპერატიულად გაუგზავნოს შეიარაღების პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო საშუალებებს მოიცავს“, - თქვა რაიდერმა.