1713352373
უცხოეთი
პესკოვი ადასტურებს, რომ ყარაბაღს რუსი ჯარისკაცები ტოვებენ
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ყარაბაღიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.
„დიახ, ეს ნამდვილად ასეა“, - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტების კითხვას.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის დაწყების შესახებ თავდაპირველად აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა.