Loading data...
პესკოვი: უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის

უკრაინისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. 

„უკრაინამ არა მხოლოდ უნდა იბრძოლოს ამერიკისთვის მოგების უზრუნველსაყოფად, არამედ უნდა იბრძოლოს ბოლო უკრაინელამდე და ვალებით დატვირთულმა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების საყვარელი კოლონიური პოლიტიკაა“, - აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით,  შეთავაზებული დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დარჩება.

„ყველა ექსპერტი და ნახევრად ექსპერტი ახლა შეუიარაღებელი თვალით ხედავს ფრონტზე არსებულ ვითარებას, რაც შორს არის იმისგან, რომ მას უკრაინული მხარისთვის ხელსაყრელი ვუწოდოთ, ამიტომ ეს ვერაფერს შეცვლის“, - დასძინა პესკოვმა.