1713349947
უცხოეთი
ფინურმა კომპანიამ კომპიუტერული ვირუსი აღმოაჩინა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული
ფინეთში ბაზირებულმა კომპანია WithSecure-მა, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ვირუსული პროგრამა აღმოაჩინა, რომელიც Windows-ის სისტემაში მესამე პირთა შესვლის და ფაილებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პროგრამა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ე.წ. „ბექდორს“ აყენებს და ის კიბერშეტევებისგან დაუცველი ხდება.
ვირუსული პროგრამა სახელწოდებით Kapeka, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსულ ჰაკერულ დაჯგუფებასთან Sandworm-თან, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს.
ფინური კომპანიის დასკვნა კომპანია Microsoft-მაც დაადასტურა, რომელიც Windows-ის შემქმნელია. მისი ინფორმაციით, ვირუსი ცნობილია, როგორც KnuckleTouch.