Loading data...
პოლიციამ ნიუ-იორკში 300 ადამიანი დააკავა

აშშ-ში პოლიციამ პროპალესტინურ აქციებზე 300 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მანამდე პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობა შტურმით აიღო, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. იქ მყოფი ყველა პირი დააკავეს, რათა დაედგინათ, თუ ვინ იყო სტუდენტი და ვინ - კამპუსის ტერიტორიაზე შესული უცხო პირი.

დაკავებულთა უდიდესი ნაწილი პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში მიმდინარე აქციაზე აიყვანა. ისინი ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ და ისრაელთან უნივერსიტეტის მიერ ყველა ფინანსური კავშირების გაწყვეტას მოითხოვდნენ.