Loading data...
პოლიციამ სიდნეის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა

სიდნეიში (ავსტრალია) , ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავდასხმა მოხდა.

ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა,  განხორციელებული თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ „ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადეს.

ცნობისთვის, დანით შეიარაღებული 16 წლის ბიჭს მრევლს, ეპისკოპოსს და მღვდელს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ეპისკოპოსი დაშავდა.

პოლიციამ მოზარდი შემთხვევის ადგილზე დააკავა.