Loading data...
პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ჰაერში თვითმფრინავები გაუშვა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ავიაიერიშების გააქტიურების გამო პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ, რამაც შესაძლოა, ხმაური გამოიწვიოს, - ამის შესახებ პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავები პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოქმედებენ, რამაც შესაძლოა, ხმაურის დონის მატება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

დღეს ღამით რუსეთის ავიაციის ინტენსიური აქტივობა შეიმჩნევა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებთანაა დაკავშირებული.

პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს ვიღებთ,“ - წერია განცხადებაში.