Loading data...
პოლონეთში დააკავეს ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზელენსკიზე ტერაქტს ამზადებდა

პოლონეთში დააკავეს ამ ქვეყნის მოქალაქე პაველ კ., რომელიც რუსულ სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი, ის ინფორმაციას აგროვებდა აეროდრომის შესახებ პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პოლონეთის ნაციონალური პროკურატურის ინფორმაციით, მას ამ საქმის მასალები უკრაინულმა მხარემ გადასცა. უკრაინული მხარეც აცხადებს, რომ აღნიშნული პირი ზელენსკის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა.

დაკავებულს „უცხოური დაზვერვის ინტერესებში პოლონეთის წინააღმდეგ ქმედებებში“ ედება ბრალი. ეს მუხლი 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.