Loading data...
პოლონეთში ნატოს ბირთვული ობიექტები რუსეთისთვის სამხედრო მიზანი გახდება - რიაბკოვი

ნატოს ბირთვული ობიექტები პოლონეთში მათი მუდმივი განთავსების შემთხვევაში რუსეთისთვის სამხედრო მიზანი გახდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

„ნატოს ერთობლივი ბირთვული მიზნების გაფართოება, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი ქვეყანა მონაწილეობს ამ პრაქტიკაში, დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეს ძალზე საშიშია. რაც შეეხება იქ ამ ობიექტების მუდმივ განთავსებას, ეს პოლონეთს უსაფრთხოებას კი არ შემატებს, არამედ ეს ობიექტები ჩვენთვის სამხედრო მიზნები გახდება და ჩვენს სამხედრო დაგეგმვაში წინა პლანზე იქნება“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

ლავროვის მოადგილის თქმით, მოსკოვი პოლონეთში ნატოს ბირთვული ობიექტების შესაძლო განთავსებას აკვირდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.