Loading data...
Reuters: „კროკუსის“ ტერაქტთან შესაძლო კავშირის გამო, ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს

ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს ცხრა ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, კავშირში არიან მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან და „ისალმური სახელმწიფოს“ დაჯფუფებასთან, რომელმაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ Reuters წერს ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ცხრავე პირი 25 მარტს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ აიღო.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

28 მარტის მონაცემებით, დაღუპულია 143 ადამიანი.