Loading data...
რუსეთი, შესაძლოა, 5-8 წელიწადში მოემზადოს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისთვის - გერმანელი გენერალი

გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა კარსტენ ბროიერმა განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, 5-8 წელიწადში მოემზადოს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისთვის.

მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ძალებს აღიდგენს უკრაინის ომის შემდეგ.

„ჩვენი ანალიზის საფუძველზე, რუსეთი აღადგენს თავის ძალებს იმ დონემდე, რომ შესაძლებელი გახდება ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის წარმოება, ამიტომ „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდასხმისთვის 2029 წელს“.