Loading data...
რუსეთი უკრაინას არ დაუბრუნებს ოკუპირებულ ყირიმს და არ დატოვებს დონბასს - სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ევროპულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არ დაუბრუნებს მის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს.

მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აღიარება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის თეორიაა და ნებისმიერი მშვიდობა ძვირი დაჯდება, რუსები კი სამხედრო სარგებელს მიიღებენ.

„საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანი აღიარებს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, საზღვრების ხელშეუხებლობას, მაგრამ რუსები არასოდეს დათმობენ ყირიმს არასოდეს დატოვებენ დონბასს და ლუგანსკს“, - განაცხადა ფიკომ.

მან, ასევე, აღნიშნა რომ რუსები არ აპირებენ უკან დახევას.